სომხეთის პრემიერი საქართველოში ახალი იდეებით ჩამოვიდა

© FB / Георгий Квирикашвилиსაქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრები
საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა გიორგი კვირიკაშვილმა და კარენ კარაპეტიანმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვეს.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. სომხეთის სამთავრობო დელეგაცია საქართველოში გარკვეული იდეებით ჩამოვიდა, რომლებიც ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისკენაა მიმართული, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა ქართველ კოლეგა გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას.

კარაპეტიანი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ხუთშაბათს ჩამოვიდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის მისალმების ოფიციალური ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა. 

„სომხურ-ქართული ურთიერთობები ძალზე მაღალ დონეზეა, მაგრამ კიდევ ძალიან დიდი პერსპექტივები გვაქვს. ჩვენ ჩამოვედით გარკვეული იდეებით და სიამოვნებით განვიხილავთ მათ თქვენთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა შედეგიანი და ნაყოფიერი იქნება. დიდი მდლობა ჩვენი დელეგაციის თბილი დახვედრისთვის“, — განაცხადა კარაპეტიანმა, იუწყება პრემიერის პრეს-სამსახური. 

გზის მოასფალტება - Sputnik საქართველო
საქართველოში სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრების მიმართულებით გზებს გაარემონტებენ

კვირიკაშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის კარგი ურთიერთობებია.

„საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი კეთილმეგობრული ურთიერთობები აქვთ და ჩვენ ჩვენი მომავალი ამ საუკეთესო ტრადიციებზე უნდა ავაგოთ“, — განაცხადა კვირიკაშვილმა შეხვედრაზე.

მოლაპარაკებების დროს საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მეთაურებმა თანამშრომლობის შესახებ საკითხთა ფართო სპექტრზე იმსჯელეს და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების მხრივ მზადყოფნა გამოთქვეს.

კვირიკაშვილმა კოლეგას პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარმატებები უსურვა — კარაპეტიანმა ეს თანამდებობა 2016 წლის სექტემბერში დაიკავა.

ყველა ახალი ამბავი
0