საქართველოს პრემიერმა ალიევს მეუღლის ვიცე–პრეზიდენტად დანიშვნა მიულოცა

© FB/ Георгий Квирикашвили გიორგი კვირიკაშვილი და ილჰამ ალიევი
გიორგი კვირიკაშვილი და ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სატელეფონო საუბარში აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურმა და საქართველოს პრემიერმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს დაურეკა, ნათქვამია აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 „საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ქალბატონ მეჰრიბან ალიევას დანიშვნასთან დაკავშირებით მილოცვები გადმომცა და ღრმა რწმენა გამოხატა, რომ ეს დანიშვნა ქართულ–აზერბაიჯანული კავშირების შემდგომ გაღრმავებაზე პოზიტიურად იმოქმედებს“, — აღნიშნულია განცხადებაში.

პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა ყურადღებისთვისა და მილოცვისთვის მადლიერების გრძნობა გამოხატა.

აზერბაიჯანის ლიდერმა ილჰამ ალიევმა ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტი მეჰრიბან ალიევა რესპუბლიკის პირველ ვიცე–პრეზიდენტად სამშაბათს დანიშნა. აზერბაიჯანის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ მეჰრიბან ალიევა ქვეყნის საზოგადოებრივ–პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვან და აქტიურ როლს ასრულებს.

სამხრეთის გაზის დერეფანის საკონსულტაციო საბჭო - Sputnik საქართველო
ენერგეტიკის მინისტრი „სამხრეთის გაზის დერეფნის" სხდომაში მონაწილეობს

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სატელეფონო საუბარში მტკიცე რწმენა გამოხატეს იმისა, რომ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სხვა სფეროს ორმხრივი კავშირები მომავალშიც წარმატებულად განვითარდება.

ალიევმა აღნიშნა, რომ დღეს „სამხრეთის გაზის დერეფნის“ საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში მინისტრთა მესამე სხდომა წარმატებულად ჩატარდა, გიორგი კვირიკაშვილისადმი მადლიერება გამოხატა, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი.

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ასევე მომავალი კონტაქტებისა და ვიზიტების შესახებ ისაუბრეს.


ყველა ახალი ამბავი
0