ენერგეტიკის მინისტრი „სამხრეთის გაზის დერეფნის" სხდომაში მონაწილეობს

© Официальный сайт президента Азербайджана"სამხრეთის გაზის დერეფანის" საკონსულტაციო საბჭო
სამხრეთის გაზის დერეფანის საკონსულტაციო საბჭო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა კალაძე ბაქოში „სამხრეთის გაზის დერეფნის“ საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში მინისტრთა სხდომაში მონაწილეობს. სხდომას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ესწრება.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. „სამხრეთის გაზის დერეფნის“ საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში მინისტრთა მესამე სხდომა ხუთშაბათს ბაქოში, ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრში გაიხსნა, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

სხდომაში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მონაწილეობს. 

© აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი"სამხრეთის გაზის დერეფნის" საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში გამართული მინისტრთა სხდომა ბაქოში
სამხრეთის გაზის დერეფნის საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში გამართული მინისტრთა სხდომა ბაქოში - Sputnik საქართველო
"სამხრეთის გაზის დერეფნის" საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში გამართული მინისტრთა სხდომა ბაქოში

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ მონაწილე ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები, სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლები, მათ შორის, ენერგეტიკული კავშირის საკითხებში ევროპული კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, საკონსულტაციო საბჭოს თანათავმჯდომარე მაროშ შევჩოვიჩი. საქართველოს ღონისძიებაზე ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე წარმოადგენს.

პროექტი „სამხრეთის გაზის დერეფანი“ კასპიის რეგიონიდან აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ევროპაში მიწოდებას ითვალისწინებს საქართველოსა და თურქეთის გავლით.  

© აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი"სამხრეთის გაზის დერეფნის" საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში გამართული მინისტრთა სხდომა ბაქოში
სამხრეთის გაზის დერეფნის საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში გამართული მინისტრთა სხდომა ბაქოში - Sputnik საქართველო
"სამხრეთის გაზის დერეფნის" საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში გამართული მინისტრთა სხდომა ბაქოში

„სამხრეთის გაზის დერეფანი“ ითვალისწინებს 2019 წლისთვის გაზსადენების სისტემის მშენებლობას TANAP-TAP აზერბაიჯანული საბადო „შაჰ-დენიზიდან“ საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთის, ალბანეთისა და იტალიის სამხრეთის მიმართულებით. მისი მაქსიმალური გამტარუნარიანობა წელიწადში 10 მილიარდი კუბომეტრია. 

ყველა ახალი ამბავი
0