მილიონი პილოტისთვის: საქართველოს ხელისუფლებისთვის მეამბოხეთა მოთხოვნები უცნობია

გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებასთან მას შემდეგ იმყოფება კავშირში, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეამბოხეებმა ჩამოაგდეს ვერტმფრენი ქართველი პილოტით.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. უკანონო სამხედრო ფორმირების წევრების მიერ დატყვევებული ქართველი პილოტის სოსო ოსურაულის გათავისუფლების საკითხზე საქართველოს დიპლომატიური მისია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებასთან დიალოგის რეჟიმში იმყოფება.

„კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებასთან დიალოგს ვაგრძელებთ დიპლომატიური არხების მეშვეობით, გამოსასყიდის შესახებ ინფორმაცია არასდროს გაჟღერებულა. ერთადერთი, რაც მათ განაცხადეს, რომ სამხედრო სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ ამ საკითხის გადასაჭრელად“, — განაცხადა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა „TV პირველის“ ეთერში.

ხუთშაბათს, დილით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ 22 თებერვალს წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ოპოზიციურმა დაჯგუფებამ საქართველოს ერთი მოქალაქე დაატყვევა, ხოლო მეორე მოქალაქე დაშავებულია. ის ქალაქ გომაში მკურნალობს.

ქართული მხარე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებასთან იმ დროიდან იმყოფება კონტაქტში, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ იანვარში მეამბოხეებმა ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ნათქვამი იყო, რომ შესაძლოა დაღუპულთა ან დაჭრილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არიან.

სირია - Sputnik საქართველო
მედია: სირიელმა ამბოხებულებმა აშშ–ს უღალატეს და ტერორისტებს ჩაბარდნენ

საქართველოს ხელისუფლებისთვის ამ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის მიზეზი უცნობია. ეს ადამიანები ყოფილი სამხედრო პირები არიან და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში დამოუკიდებლად იმყოფებოდნენ.

იმის შესახებ, რომ მეამბოხეები ოსურაულის გათავისუფლების სანაცვლოდ 1 მილიონ აშშ დოლარს ითხოვენ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა განაცხადა.

საქართველოს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში საელჩო არ გააჩნია, ქვეყნის ხელისუფლებასთან კონტაქტს ის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საელჩოს მეშვეობით ამყარებს.

ყველა ახალი ამბავი
0