თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ე.წ. დივიზიონ 30–ის წარმომადგენელმა სირიელმა ამბოხებულებმა, რომელთა წვრთნითაც პენტაგონია დაკავებული, სავარაუდოდ, უღალატეს აშშ–ს დაროგორც კი სირიაში შევიდნენ, „ჯებჰათ ან–ნუსრას“ ბოევიკებს ჩაბარდნენ, იუწყება Telegraph.
დივიზიონი 30 — ეს სირიის ე. წ. ზომიერ ამბოხებულთა ძალების პირველი ჯგუფია, რომელმაც ძვირადღირებული ამერიკულ–თურქული პროგრამა გაიარა.
„ტელეგრაფის“ მონაცემებით, გაწვრთნილი ამბოხებულები საზღვრის გადაკვეთისთანავე ჩაბარდნენ ბოევიკებს. ამას გარდა, „ჯებჰათ ან–ნუსრას“ მათ მთელი თავისი იარაღი გადასცეს. ეს ინფორმაცია ერთ–ერთმა ბოევიკმა გამოაქვეყნა „ტვიტერში“, რომელსაც სახელად აბუ ფად ალ–ტუნისი აქვს მითითებული.
„ძლიერი ალიყური ამერიკას. დივიზია 30–ის ახალმა ჯგუფმა, რომელიც გუშინ ჩამოვიდა, მთელი თავისი იარაღი „ჯებჰათ ან–ნუსრას“ გადასცა მას შემდეგ, რაც უსაფრთხო დერეფანი მისცეს“, — ციტირებს „ტელეგრაფი“ ტერორისტს.
იარაღის გარდა ბოევიკებს, სავარაუდოდ, სატრანსპორტო საშუალებებიც — რამდენიმე პიკაპი- გადაეცათ.
ბოევიკთა დაჯგუფების კიდევ ერთი სავარაუდო წევრი აბუ ჰათაბ ალ–მაქსიდი აცხადებს, რომ დივიზიონი 30–ის მეთაურმა ანას იბრაჰიმ ობაიდმა განზრახ მოატყუა ამერიკელი ინსტრუქტორები, რათა იარაღი ჩაეგდო ხელთ.
სირიაში ადამიანის უფლებათა დაცვის სამეთვალყურეო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ დივიზიონი 30–ის 75-მა მებრძოლმა მართლაც გადაკვეთა თურქეთ–სირიის საზღვარი 12 ავტომობილით, რომლებიც ტყვიამფრქვევებითა და ამინიციით იყო აღჭურვილი.
„ტელეგრაფი“ აღნიშნავს, რომ გასულ თვეში ზემოთ აღნიშნული პროგრამით მომზადებულ სირიელ მეამბოხეებს, როგორც კი ისინი სირიაში გადავიდნენ, „ჯებჰათ ან–ნუსრას“ ბოევიკები დაესხნენ თავს და რამდენიმე მათგანი გაიტაცეს კიდეც.
ამას გარდა, დივიზინი 30–ის შტაბის მეთაურმა პოდპოლკოვნიკმა მოჰამედ ალ–დეჰერმა ამერიკულ წვრთნის პროგრამას არასერიოზული უწოდა და გადადგომის თაობაზე პატაკი დაწერა.