პავლიაშვილმა Ты супер!-ის მონაწილის ეროვნება ვოკალით დაადგინა

© PR НТВ"Ты супер!"
Ты супер! - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოსო პავლიაშვილს პროექტის Ты супер! მონაწილის გამოსვლამ გული აუჩუყა, მან განაცხადა რომ ის ქართველივით მღერის.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ქართველი მომღერალი და კომპოზიტორი სოსო პავლიაშვილი საერთაშორისო ვოკალური კონკურსის Ты супер! შესარჩევ ტურზე მივიდა და ახალგაზრდა ვოკალისტებს მაყურებელთა დარბაზიდან აკვირდებოდა. ერთ–ერთი მონაწილის ისტორიამ ის გულის სიღრმემდე შეძრა.

15 წლის რომან დრუჟინიკოვს კრასნოიარსკის ოლქის ქალაქ ბოროდინოდან მშობლები საერთოდ არ ახსოვს. დედა სამი წლის ასაკში გარდაეცვალა. ბიჭის სანუკვარი ოცნებაა — გაიგოს თავისი ფესვების შესახებ, რა ეროვნების არის. მას შემდეგ, რაც რომანმა გულისამაჩუყებელი კომპოზიცია Помолимся за родителей შეასრულა, სოსო აცრემლებული თვალებით ავიდა სცენაზე და თქვა:

„მთავარია, რომ შენ იმ ერიდან ხარ, რომელსაც ეწოდება „კარგი ადამიანი“, მაგრამ მღერი, როგორც ქართველი“.

პოპულარული მსახიობი ჩაეხუტა ბიჭს და მათ ეს სიმღერა კიდევ ერთხელ ერთად შეასრულეს.

Ты супер! - Sputnik საქართველო
შოუ Ты супер!-ის მონაწილეები ფილმს "Защитники" პირველები იხილავენ

რომან დრუჟინიკოვის ისტორიის დეტალებს НТВ აჩვენებს შაბათს, 25 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე. პროექტის თითოეულ გამოშვებაში მონაწილეობენ არა მარტო ახალგაზრდა ვოკალისტები, ასევე შოუ–ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც კონკურსანტების გასამხნევებლად მიდიან.

ტელეარხ НТВ-სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის პროექტი Ты супер! ნიჭიერ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს შანსს აძლევს საკუთარ თავზე განაცხადი გააკეთონ და დიდ სცენაზე გაიკვალონ გზა.

მისი მონაწილეა 92 ვოკალისტი რუსეთიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და ესტონეთიდან.

საქართველოს კონკურსზე წარმოადგენს 12 წლის ნანა ვარძელაშვილი ქარელიდან. მისი კანდიდატურა წინასწარ კასტინგზე შეარჩიეს.

ყველა ახალი ამბავი
0