აფხაზეთში 20 წლით პატიმრობამისჯილი ლუკავა გაათავისუფლეს

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
20 წლით პატიმრობამისჯილ გიორგი ლუკავას მეუღლე ამტკიცებს, რომ აფხაზური მხარე პატიმრების გაცვლას დათანხმდა.

თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. ლალი ბასარია ამტკიცებს, რომ აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლებამ მისი მეუღლე — აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ლუკავა შეიწყალა, იუწყება ტელეარხი „იმედი“.

ლუკავას შეწყალების ბრძანებას აფხაზეთის დე–ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მოაწერა ხელი. ლუკავას სანაცვლოდ აფხაზური მხარე ერთ–ერთი პირის გათავისუფლებას მოითხოვს, რომლის ვინაობას ტელეკომპანია არ ასახელებს. 

ქეთევან ციხელაშვილი - Sputnik საქართველო
თბილისი აფხაზეთში გასამართლებული ლუკავას გათავისუფლებას ეცდება

რვა შვილის დედა ლალი ბასარია მეექვსე წელია მეუღლის გათავისუფლებაში დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას  სთხოვს. მან შიმშილობაც კი დაიწყო. 

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM) ოთხშაბათს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ლუკავას გათავისუფლების საკითხი განიხილებოდა, რომელსაც ქართულმა მხარემ უკანონო პატიმარი უწოდა.

 „ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოითხოვეს გიორგი ლუკავას გათავისუფლება და ისაუბრეს  მისი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობას მდგომარეობის შესახებ. დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, გიორგი ლუკავას ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, — განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახა ქემოკლიძემ.

1992–1993 წლებში ლუკავა აფხაზეთის კონფლიქტის დროს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. ის გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში 2011 წლის 9 მაისს დააკავეს. მას შეიარაღებულ დაჯგუფება „ტყის ძმებთან“ კავშირი ედება ბრალად. ლუკავას პატიმრობის 20-წლიანი ვადა მიუსაჯეს.

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM) გამართულ შეხვედრებში ოფიციალური თბილისის, აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლების, გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობენ.


ყველა ახალი ამბავი
0