უსახლკაროების უფლებების დაცვა: საქართველოში პროტესტის აქციები გრძელდება

© photo: Sputnik / Levan Avlabreliუსახლკაროთა აქციის მონაწილენი
უსახლკაროთა აქციის მონაწილენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ თბილისში პერმანენტულ საპროტესტო აქციებს იწყებს.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. თბილისში მარტის დასაწყისში არასამთავრობო ორგანიზაციის „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ ინიციატივით, რომელიც მთავრობისგან „უსახლკაროთა შესახებ“ კანონის მიღებასა და მათი უფლებების დაცვას მოითხოვს, საქართველოს უსახლკარო მოქალაქეების მხარდასაჭერი პერმანენტული საპროტესტო აქციები დაიწყება.

20 თებერვალს თბილისში „ღირსების მარშმა“ ჩაიარა. ეს იყო აქცია–მსვლელობა, რომელმაც მეტროს სადგურ „რუსთაველიდან“ საქართველოს პარლამენტის შენობამდე გაიარა.

„საქართველოს პარლამენტისგან „უსახლკაროთა შესახებ“ კანონის ინიცირებას მოვითხოვთ, რომლის მიღების მიღწევას არასამთავრობო ორგანიზაციები და უსახლკარო მოქალაქეები მესამე წელია ცდილობენ. მსვლელობის მონაწილეებს ხელში პლაკატები ეჭირათ, რომლებიც მოუწოდებდნენ ყველასთვის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას, კანონპროექტთან დაკავშირებით უსახლკაროთა ინიციატივის მხარდაჭერას და საქართველოს ყველა მოქალაქის საცხოვრებელზე უფლების უზრუნველყოფას“, — განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ „უმუშევართა კავშირის დასაქმებისთვის“ თავმჯდომარემ თამარ იოვაშვილმა.

თბილისი - Sputnik საქართველო
იღუპებიან თუ არა საქართველოში უსახლკაროები ქუჩაში

მისი თქმით, „უსახლკაროთა შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებისა და მიღებისთვის საპარლამენტო ფრაქციამ „პატრიოტთა ალიანსმა“ ყველა შესაძლებლობის გამოყენების პირობა დადო. 

„საპროტესტო აქციებს პერმანენტულად გავმართავთ. მორიგი აქცია მარტის დასაწყისში დაიწყება“, — აღნიშნა იოვაშვილმა.

უფლებადამცველები დარწმუნებული არიან, რომ ამ ადამიანების პრობლემის გადასაჭრელად „უსახლკაროს სტატუსის“ შემოღება არის საჭირო. კანონმდებლობაში მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, რას ნიშნავს „უსახლკარო ადამიანი“ და რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა ენიჭებოდეს ეს სტატუსი.

ორგანიზაციის მონაცემებით, მხოლოდ საქართველოს დედაქალაქში 4500 უსახლკარო ოჯახია. კავშირის ექსპერტთა შეფასებით, თბილისში ათი ათასზე მეტი უსახლკარო ადამიანია, რომელთა პრობლემებით სახელმწიფო არ ინტერესდება. კიდევ არსებობს 1096 ოჯახი, რომლებსაც მთავრობა დროებითი საცხოვრისის გადასახადს უხდის. ამას გარდა ბანკებისა და სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ვალების გამო გამოსახლებას ელოდება დაახლოებით 86000 ოჯახი.

ყველა ახალი ამბავი
0