სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარაპეტიანი საქართველოს პირველად ეწვევა

© photo: Sputnik / Karen Yepremyan კარენ კარაპეტიანი
კარენ კარაპეტიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხუთშაბათს საქართველოს პირველად ეწვევა სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. სომხეთის პრემიერ–მინისტრი კარენ კარაპეტიანი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 23 თებერვალს ეწვევა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ სომხეთის მთავრობის პრეს-სამსახურში.

კარაპეტიანის საქართველოში ვიზიტი საქართველოს მთავრობის მეთაურის გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით შედგება. თბილისში დაგეგმილია მისი შეხვედრები კვირიკაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან. მხარეები ქართულ–სომხური ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ.

საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრები ლევან იზორია და ვიგენ სარგსიანი - Sputnik საქართველო
საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი

სომხეთის პრემიერის დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შავარშ ქოჩარიანი, ჯანდაცვის მინისტრი ლევონ ალთუნიანი, კულტურის მინისტრი არმენ ამირიანი, სოფლის მეურნეობის მინისტრი იგნატი არაქელიანი, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრი ვაან მარტიროსიანი, ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრი სურენ კარაიანი და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი აშოტ მანუკიანი.

საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის უკანასკნელი ვიზიტი 2015 წლის მაისში შედგა, როდესაც სომხეთის მთავრობას ოვიკ აბრაამიანი ხელმძღვანელობდა, საქართველოს მინისტრთა კაბინეტს კი ირაკლი ღარიბაშვილი. აბრაამიანი და ღარიბაშვილი ერთმანეთს ბათუმში შეხვდნენ.

კარაპეტიანმა პრემიერის თანამდებობა 2016 წლის სექტემბერში დაიკავა. ამ პოსტზე მან ოვიკ აბრაამიანი შეცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0