მეჰრიბან ალიევა აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გახდა

გამოწერა
აზერბაიჯანის ლიდერმა ილჰამ ალიევმა ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტი მეჰრიბან ალიევა რესპუბლიკის პირველ ვიცე–პრეზიდენტად დანიშნა.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თავისი მეუღლე მეჰრიბან ალიევა აზერბაიჯანის პირველ ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ალიევის თავმჯდომარეობით მიმდინარეობდა, სახელმწიფოს მეთაურმა დამსწრე საზოგადოებას მეჰრიბან ალიევა წარუდგინა.

„დღეს ჩემი განკარგულებით მეჰრიბან ალიევა აზერბაიჯანის პირველ ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა“, — განაცხადა მან.

ლევან იზორია და ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
იზორია: აზერბაიჯანი საქართველოს საიმედო მეზობელია

აზერბაიჯანის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ მეჰრიბან ალიევა ქვეყნის საზოგადოებრივ–პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვან და აქტიურ როლს ასრულებს.

ამჟამად მეჰრიბან ალიევა ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტია. 2004 წლის 13 აგვისტოს აზერბაიჯანის ზეპირი ხალხური ლიტერატურისა და მუსიკალური მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განვითარების სფეროში შეტანილი წვლილისათვის მეჰრიბან ალიევას იუნესკოს კეთილი ნების ელჩის საპატიო წოდება მიენიჭა.

2004 წლის 28 დეკემბერს აზრებაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის IV გენერალურ ასამბლეაზე მეჰრიბან ალიევა აზერბაიჯანის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

2004 წლიდან ის პარტია „ენი აზერბაიჯანის“ პოლიტსაბჭოს წევრია. 2013 წლის 7 ივნისს პარტიის თავმჯდომარის მოადგილე გახდა.

2016 წლის სექტემბრის ბოლოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე რეფერენდუმი ჩატარდა. უმრავლესობამ ხმა მისცა საპრეზიდენტო უფლებამოსილების გახანგრძლივებას, საპრეზიდენტო პოსტზე პრეტენდენტთათვის ასაკობრივი შეზღუდვის მოხსნას, ვიცე–პრეზიდენტის თანამდებობის შემოღებასა და სხვა სიახლეებს.

ყველა ახალი ამბავი
0