იზორია: აზერბაიჯანი საქართველოს საიმედო მეზობელია

© FB / Ministry of Defense of Georgiaლევან იზორია და ილჰამ ალიევი
ლევან იზორია და ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება, სადაც უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს აზერბაიჯანის სახით საიმედო მეზობელი ჰყავს, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაქოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. იზორია აზერბაიჯანულ მხარესთან 2017 წლისთვის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმაზე ხელმოწერას გეგმავს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აზერბაიჯანის სახით საიმედო მეზობელი ჰყავს. ჩვენს ხალხებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა რეგიონში სტაბილურობის განმტიცების გარანტიაა. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო თავდაცვის სფეროში ურთიერთობის აქტიური დინამიკა, რაც თანამშრომლობის ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში გამოიხატება“, — განაცხადა იზორიამ.

გიორგი კვირიკაშვილი და ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
საქართველო და აზერბაიჯანი ურთიერთობებს აღრმავებენ

ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან არტურ რასი-ზადესთან, თავდაცვის მინისტრთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ელმარ მამედიაროვთან.

საქართველო, აზერბაიჯანი და ასევე თურქეთი ბოლო დროს სამხედრო სფეროში აქტიურად თანამშრომლობენ. რამდენიმე წლის წინ ქვეყნებმა სამმხრივი ფორმატი შეიმუშავეს, რომელიც წელიწადში ორჯერ თავდაცვის მინისტრების დონეზე მინისტერიალის გამართვას ითვალისწინებს.

ბოლო ასეთი შეხვედრა აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში 2016 წლის მაისში გაიმართა და მაშინ მხარეებმა სამმხრივი სამხედრო წვრთნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს. მაშინ ქართულ თავდაცვის უწყებას თინათინ ხიდაშელი ხელმძღვანელობდა. მინისტრის შეცვლის შემდეგ წვრთნების ჩატარება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ყველა ახალი ამბავი
0