გამოცხადდა ქართული ლიტერატურული პრემიის „საბა 2017“ ლონგ-ლისტი

© Личный архив Левана Брегадзеლევან ბრეგაძე - პრემია "საბას" მფლობელი
ლევან ბრეგაძე - პრემია საბას მფლობელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ეტაპზე საკონკურსო წიგნების გრძელი სია ცხრა ნომინაციაშია წარდგენილი.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. გამოცხადდა ქართული ლიტერატურული პრემია „საბას“ 2017 წლის ნომინანტების გრძელი სია.

საკონკურსო წიგნების ლონგ-ლისტი ცხრა ნომინაციას მოიცავს. ნომინანტები კატეგორიაში „ქართული ნაწარმოების უცხოური თარგმანი“ მოგვიანებით გამოცხადდება.

„უახლოესი თვეების განმავლობაში, ჟიურის მუშაობის პარალელურად, ამ სიაში გარკვეული ცვლილებები შევა, ვინაიდან მუშაობის პროცესში დაზუსტდება ცალკეული წიგნების შესაბამისობა კონკურსის პირობებთან და ნომინაციებთან. შესაბამისად, საკონკურსო სია „საბას“ ვებ-გვერდზეც განახლდება“, — აღნიშნულია ღონისძიების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

პრემია საბა - Sputnik საქართველო
დაიწყო განაცხადების მიღება ლიტერატურულ პრემიაზე „საბა 2017“

წელს „საბას“ პრემია საიუბილეოა — ის მეთხუთმეტედ ტარდება.

გასული წლის მსგავსად, პრემია „საბა“ გაიცემა ნომინაციებში: საუკეთესო რომანი; საუკეთესო პოეტური კრებული; საუკეთესო პროზაული კრებული; საუკეთესო პიესა; საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი; საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა; საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა; უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი; ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი; საუკეთესო ელექტრონული წიგნი; ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

წელს „საბას“ პრემიის ერთ-ერთ გამარჯვებულს მკითხველი გამოავლენს. კერძოდ, „საუკეთესო დებიუტის“ ნომინაციაში „საბას“ პრიზითა და ფულადი პრემიით, ჟიურის რჩეულთან ერთად, მკითხველთა ფავორიტიც დაჯილდოვდება.

საზოგადოება გამარჯვებულის არჩევაში ივლისიდან ჩაერთვება, როდესაც ჟიური კონკურსის ფინალისტებს დაასახელებს. ხმის მიცემა ორი თვე გაგრძელდება „საბას“ ვებ-გვერდსა და facebook–გვერდზე.

კონკურსის ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი. სექტემბერში კი 12 გამარჯვებული მიიღებს „თიბისი ბანკისგან“ „საბას“ პრიზს და სოლიდურ ფულად პრემიებს.

წელს საპრემიო ფონდი 52 ათას ლარს შეადგენს.

პრემია „საბა“ 2003 წელს დააფუძნეს „თიბისი ბანკმა“ და პენ-ცენტრმა. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.

ყველა ახალი ამბავი
0