დაიწყო განაცხადების მიღება ლიტერატურულ პრემიაზე „საბა 2017“

© courtesy of Publishing House SABAპრემია "საბა"
პრემია საბა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსის ჟიურის გარდა, გამარჯვებულს ნომინაციაში „საუკეთესო დებიუტი“ მკითხველიც გამოავლენს. მკითხველის კენჭისყრა პრემიის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოციალური ქსელის გვერდზე ჩატარდება.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ლიტერატურულმა პრემია „საბა 2017“-მა განაცხადების მიღება დაიწყო — ოფიციალურ ვებ-გვერდზე ელექტრონული განაცხადის შევსებით კონკურსზე წიგნის წარდგენა შეუძლიათ როგორც თავად ავტორებს, ისე გამომცემლობებს.

წელს „საბას“ პრემია საიუბილეო თარიღს აღნიშნავს — ის მეთხუთმეტედ ტარდება.

„განაცხადების მიღება 15 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიური წიგნების განხილვას შეუდგება და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებს. კონკურსის ჟიურის წევრებს „საბას“ მრჩეველთა საბჭო შეარჩევს“, — აღნიშნულია პრემიის განცხადებაში.

მიშა ბახსოლიანი - Sputnik საქართველო
ლიტერატურულ კონკურსზე „წერო“ მოთხრობის „აღსარება ხრუშოვკაში“ ავტორმა გაიმარჯვა

გასული წლის მსგავსად, პრემია „საბა“ 11 ნომინაციაში გაიცემა: საუკეთესო რომანი; საუკეთესო პოეტური კრებული; საუკეთესო პროზაული კრებული; საუკეთესო პიესა; საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი; საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა; საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა; უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი; ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი; საუკეთესო ელექტრონული წიგნი; ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

წელს „საბას“ პრემიის ერთ-ერთ გამარჯვებულს მკითხველი გამოავლენს.

„კერძოდ, „საუკეთესო დებიუტის“ ნომინაციაში „საბას“ პრიზითა და ფულადი პრემიით, ჟიურის რჩეულთან ერთად, მკითხველთა ფავორიტიც დაჯილდოვდება. საზოგადოება გამარჯვებულის არჩევაში ივლისიდან ჩაერთვება, როდესაც ჟიური კონკურსის ფინალისტებს დაასახელებს. ხმის მიცემა ორი თვე გაგრძელდება „საბას“ ვებ-გვერდსა და facebook–გვერდზე“, — იუწყებიან პრემიის ორგანიზატორები.

ლონდონი - Sputnik საქართველო
ქართველი ჟურნალისტი ლონდონში ლიტერატურული კონკურსის ფინალში გავიდა

საკონკურსო ნამუშევრების სია პრემიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება. ასევე, კონკურსის პარალელურად, შესაძლებელი იქნება ნამუშევრების ელექტორნული ვერსიის წაკითხვა, შეფასება და შეძენა.

კონკურსის ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი. სექტემბერში კი 12 გამარჯვებული მიიღებს „თიბისი ბანკისგან“ „საბას“ პრიზს და სოლიდურ ფულად პრემიებს. საპრემიო ფონდი 52 ათას ლარს შეადგენს.

პრემია „საბა“ 2003 წელს დააფუძნეს „თიბისი ბანკმა“ და პენ-ცენტრმა. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.

ყველა ახალი ამბავი
0