თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. პოლიციამ თბილისში ყაზახეთის 45 წლის მოქალაქე დააკავა და მისგან დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე მისი დროებითი საცხოვრებელი ადგილის დათვალიერებისას პოლიციამ 180 აბი ნარკოტიკული ნივთიერება MDMA (3,4 — მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) ამოიღო.
ყაზახეთის მოქალაქეს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა, გადატანა ან გასაღება, რაც რვიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება.