თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა ბათუმში ნარკოტიკების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეძენა-შენახვის ბრალდებით თურქეთის 57 წლის მოქალაქე მ.რ. დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.
„სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების 63 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,55178 გრ ბუპრენორფინს შეიცავს“, — იუწყება შს სამინისტროს პრესსამსახური.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
დაკავებულია ნარკოტიკების თურქი გადამზიდველი
15:30 11.12.2016 (განახლებულია: 16:05 19.10.2021)
გამოწერა
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების 63 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს.
