გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა

გამოწერა
ვიტალი ჩურკინი თავის 65 წლის იუბილემდე 1 დღით ადრე ნიუ-იორკში გარდაიცვალა.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ვიტალი ჩურკინი ნიუ-იორკში გარდაიცვალა, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. 

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდი მწუხარებით იტყობინება, რომ 20 თებერვალს, თავის 65 წლის იუბილემდე ერთი დღით ადრე, ნიუ-იორკში მოულოდნელად გარდაიცვალა რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ვიტალი ჩურკინი“, — ნათქვამია შეტყობინებაში. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ გამოჩენილი რუსი დიპლომატი თავის სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა. 

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ ვიტალი ივანეს ძე ჩურკინის ნათესავებსა და ახლობლებს“, — ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.


ყველა ახალი ამბავი
0