მეცნიერული გარღვევა: მზის პანელებს მალე გაზეთებივით დავბეჭდავთ

© FL/ University of Oxford Press Officeპეროვსკიტის მზის ბატარეები
პეროვსკიტის მზის ბატარეები - Sputnik საქართველო
გამოწერა

ტორონტოს უნივერსიტეტის ინჟინრებმა პეროვსკიტისგან, იგივე კალციუმის ტიტანატისგან დამზადებული მზის პანელების ტექნოლოგია დახვეწეს.

პეროვსკიტი დედამიწაზე მოპოვებულ მინერალებს შორის ერთ-ერთი შედარებით იშვიათი მინერალია.

ახალი მეთოდიკა საშუალებას მოგვცემს, რომ მომავალში მზის მაღალეფექტური ბატარეები გაზეთებივით იოლად დაიბეჭდოს.

კვლევის შედეგები ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

ბაზარზე არსებული მზის ბატარეების უმრავლესობა კრისტალური კაჟის ფენებისგან მზადდება — 1000 გრადუს ცელსიუსზე და დიდი რაოდენობით სახიფათო გამხსნელების გამოყენებით.

ძველი მეთოდისგან განსხვავებით, პეროვსკიტის კრისტალებისგან დამზადებული პანელები ბევრად თხელია და იაფი, მზადდება შუქმგრძნობიარე მასალებისგან.

პეროვსკიტის საფუძველზე დამზადებული „მზის მელნის“ მეშვეობით პანელები პირდაპირ მინის, პლასტიკატისა და სხვა ზედაპირებზე დაიბეჭდება ჭავლური პრინტერით. 

პეროვსკიტული მოდულების წარმოების მთავარი პრობლემა ელექტროსელექტურ ფენაშია (ESL), რომელიც მზის გამოსხივებით გამოწვეული ელექტრონების პეროვსკიტის კრისტალებიდან ამოღებაში გვეხმარება.

„ESL-ს შესაქმნელად ყველაზე ეფექტური მასალებია ფხვნილები, რომლებიც 500 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე გამოიწვება. ასეთი ფენა დრეკად პლასტიკატზე თუ უკვე მზა პანელზე ვერ გადაგვაქვს, ვინაიდან ისინი, უბრალოდ, დნება“, — ასე აღწერს პრობლემას კვლევის ხელმძღვანელი ჰაიჟენ ტანი.

ამიტომ მისი ხელმძღვანელობით კანადელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ქიმიური რეაქცია, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ნანონაწილაკებისგან ელექტროსელექტური ფენა პირდაპირ ელექტროდის ზედაპირზე „გაზარდონ“. ეს პროცესიც მოითხოვს გახურებას, მაგრამ არაუმეტეს 150 გრადუსისა. ასეთ ტემპერატურაზე კი პლასტიკატების უმეტესობა ინარჩუნებს ფორმას.

ახალი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, რომ მზის პანელები სხვადასხვა საგნებსა და მოწყობილობებზე დავიტანოთ: დაწყებული სმარტფონებით, დასრულებული მინაპაკეტებით.

პეროვსკიტის მოდულები თამამად  შეგიძლიათ „გადააბეჭდოთ“ ჩვეულებრივ მზის პანელებსაც, რითიც მათი ეფექტურობა რეკორდულ 30%-მდე გაიზრდება.

ყველა ახალი ამბავი
0