ლიპარტიანი: ყოველთვის ვცდილობ ესა თუ ის ნივთი მფლობელის ხასიათს შევუსაბამო
„სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ ეკონომიკისა და ფინანსების ფაკულტეტზე. თუმცა, მივხვდი, რომ მათემატიკური თეორემების სწავლის გარდა პარალელურად რაღაც შემოქმედებითიც უნდა მესწავლა“, — ამბობს ლიპარტიანი.
ქეთი ლიპარტიანი თვითნასწავლი ხელოვანია. მან გატაცება და ჰობი შემოსავლის წყაროდ აქცია. ქმნის განსხვავებულ და ორიგინალურ საყურეებს, ბროშებს, საკიდებს, კულონებს.