კალანდია: ტილოები რამდენიმე ძალიან ცნობილ და პრესტიჟულ აუქციონზეა შეძენილი

© FB/ Giorgi Rogaგიორგი კალანდია
გიორგი კალანდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სასახლეში წარმოდგენილი ექსპოზიციის შესახებ საუბრობს. გამოფენაზე წარმოდგენილია გიგო გაბაშვილის, პიკასოს, კანდინსკის, რუბოს, ფებერის და მაქსიმილიან ლუსის შედევრებად აღიარებული ნამუშევრები.
კალანდია: ტილოები რამდენიმე ძალიან ცნობილ და პრესტიჟულ აუქციონზეა შეძენილი

„ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ძალიან კარგი კოლექცია. მათ შორის არის პიკასოსა და კანდინსკის ორი ნამუშევარი, რომლებიც საქართველოში არასოდეს გამოფენილა“, – ამბობს გიორგი კალანდია.

გამოფენა 18 თებერვალს გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ფერწერული ტილოები კერძო კოლექციონერ დავით კობახიძეს ეკუთვნის. როგორც გიორგი კალანდიამ განაცხადა, ხელოვნების სასახლე დამთვალიერებელს ორი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს. თუმცა, დაინტერესების შემთხვევაში, გამოფენა, შესაძლოა, გარკვეული ვადით გაგრძელდეს.

ყველა ახალი ამბავი
0