ჭკუასელი: როცა ბავშვი ვერ აკმაყოფილებს მშობლის მოთხოვნებს, ეწყება შფოთვა და დაძაბულობა
„სიზარმაცე, როგორც ასეთი, ბუნებაში არ არსებობს, ეს არის მოტივაციის ნაკლებობა, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით აქვს ხოლმე ბავშვს“, — ამბობს ბარბარე ჭკუასელი.
ფსიქოლოგი განმარტავს, რომ როცა საუბარია სიზარმაცეზე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რა ასაკს ვეხებით, რადგან სხვადასხვა ასაკში მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ყოველთვის განსხვავებულია.