ბაკურაძე: ამ ვიდეორგოლის საშუალებით ბევრ ღირსშესანიშნაობას ვაჩვენებთ მაყურებელს

© FB/ Salo Bakuradzeსალომე ბაკურაძე
სალომე ბაკურაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ბაკურაძე სულ ახლახან დაბრუნდა აშშ-დან, სადაც კლიპი გადაიღო. სალომე „Sputnik–საქართველოს“ ამერიკული ვოიაჟის შესახებ ესაუბრა.
ბაკურაძე: ამ ვიდეორგოლის საშუალებით ბევრ ღირსშესანიშნაობას ვაჩვენებთ მაყურებელს

„ამერიკაში უკვე მესამედ ვიყავი. ძალიან ბევრი რამ ნანახი მქონდა, თუმცა, ეს ვიზიტი იმით იყო განსაკუთრებული, რომ მეუღლესთან ერთად ვიყავი წასული. ამ მოგზაურობის დროს კლიპიც გადავიღე ჩემ პატარა მეგობართან ნენე ნიკოლავასთან ერთად“, — აცხადებს სალომე ბაკურაძე.

სალომე ბაკურაძე ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მომღერალია. იგი ქართველმა მაყურებელმა თავდაპირველად მუსიკალურ პროექტ "ნუცას სკოლიდან" გაიცნო, შემდეგ იყო მუსიკალური პროექტი "ჯეოსტარი", სადაც სალომეს თითოეული გამოსვლა დასამახსოვრებელი იყო მაყურებლისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0