21 თებერვალი, სამშაბათი
დასავლეთ საქართველოში ღამით უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის ბოლოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. მაღალმთიანეთში მოთოვს. აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი და ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება. ქვეყნის ტერიტორიაზე ქარი წამში 10–15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.
დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 1 პლუს 3, დღისით — 8–13 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით 10–5 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, დღისით — პლუს 1–6.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 8–3, დღისით კი 11–16 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით მინუს 10–5 გრადუსი იქნება, ზოგან ჰაერის ტემპერატურა მინუს 20 გრადუსამდე შეიძლება დაეცეს, დღისით — 1–6 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
თბილისში მოღრუბლული და ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქარი წამში 10–15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. ღამით მინუს 3, დღისით 14 გრადუსი სითბო იქნება.
22 თებერვალი, ოთხშაბათი
ღამით დასავლეთ საქართველოს უმეტეს, დღისით კი ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში — თოვლი. მცირე ნალექი, მთაში თოვლის სახით, აღმოსავლეთ საქართველოშიც არის მოსალოდნელი. დასავლეთში ქარი წამში 10–15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, აღმოსავლეთში კი წამში 17–22 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 0–5 გრადუსი სითბო, დღისით — პლუს 11–16. მაღალ მთაში ღამით 9–4 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, დღისით — მინუს 1 პლუს 4.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 3 — პლუს 2, დღისით კი — 11–16 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით მინუს 10–5 გრადუსი იქნება, ზოგან ჰაერის ტემპერატურა მინუს 18 გრადუსამდე შეიძლება დაეცეს, დღისით 2–7 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
თბილისში ცვალებადი მოღრუბლულობა და ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქარის წამში 10–15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, ზოგჯერ კი წამში 17–22 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს. ღამით პლუს 1 გრადუსი იქნება, დღისით — 15 გრადუსი სითბო.