დუბაიში მბრუნავ ცათამბჯენს ააშენებენ

© Screenshotმბრუნავი ცათამბჯენი The Dynamic Tower
მბრუნავი ცათამბჯენი The Dynamic Tower - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცათამბჯენის ბინადრებს საკუთარი ბინების დაპროგრამება თავადვე შეუძლიათ, მაგალითად, მზის მოძრაობის შესაბამისად, რათა ის მთელი დღის განმავლობაში ანათებდეს ბინას.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. დუბაიში 2020 წლისთვის დასრულდება ცათამბჯენ The Dynamic Tower-ის მშენებლობა, რომელსაც მბრუნავი სართულები ექნება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა Khaleej Times-ზე დაყრდნობით.

ცათამბჯენის მშენებლობის დაწყების თარიღი, რომლის პროექტიც ჯერ კიდევ 2006 წელს გამოქვეყნდა, ჯერჯერობით არ კონკრეტდება.

ცათამბჯენის ბინები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იტრიალებს 360 გრადუსით. ამისთვის მხოლოდ ხმოვანი ბრძანების მიცემა იქნება საკმარისი. ამასთან, შესაძლებელია როგორც ბრუნვის სიჩქარის ცვლა, ისე მისი სრულად გაჩერება.

ცათამბჯენის ბინადრებს საკუთარი ბინების დაპროგრამება თავადვე შეუძლიათ, მაგალითად, მზის მოძრაობის შესაბამისად, რათა ის მთელი დღის განმავლობაში ანათებდეს ბინას.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თითოეული ბინა დაახლოებით 30 მლნ დოლარი ეღირება.

80-სართულიანი შენობის სიმაღლე 420 მეტრს მიაღწევს და, გაერთიანებული საამიროების საინფორმაციო საშუალებების ცნობით, პირველი 4D ცათამბჯენი იქნება მსოფლიოში.

ყველა ახალი ამბავი
0