თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. Coca Cola Botlers Georgia-ს მფლობელი თემურ ჭყონია აპირებს თამბაქოს ბიზნესით დაკავდეს და ნატახტარში (თბილისის დასავლეთით) British American Tobacco-ს პირველი ქარხანა ააშენოს სამხრეთ კავკასიაში.
„ჩვენ თბილისში ლოგისტიკური ცენტრი ავაშენეთ, რომელიც მოემსახურება აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს. ჩვენ სამ მილიონ ევრომდე ჩავდეთ… კოკა-კოლას ქარხანა ნატახტარში მინდა გადავიტანო და იმავე ტერიტორიაზე ავაშენო სიგარეტის ქარხანა, თუ გამოვა“, — თქვა ჭყონიამ გადაცემა „ბიზნესკონტაქტის“ ეთერში.
ჭყონიამ აღნიშნა, რომ British American Tobacco-ს კავკასიაში ქარხანა არ აქვს და იგი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენლებთან მის გახსნაზე საქართველოში.
მსხვილი ბიზნესმენი Coca-Cola-ს ქარხნის გარდა, McDonald's-ის ბრენდით მომუშავე რესტორნების ბრენდის და სხვა საწარმოების მფლობელია.
გარდა ამისა ქართველმა მეწარმემ უკვე მიიღო უფლება სომხეთში McDonald's-ის რესტორნების ქსელის გახსნაზე. პირველი რესტორანი ერევანში 2017 წელს გაიხსნება.