თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. სამაუწყებლო კომპანია Rustavi2-ის მხარდასაჭერად, კვირას, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმება.
ორი დღით ადრე, პარასკევს — 17 თებერვალს 23:40 საათზე, სასამართლოზე ხელისუფლები ზეწოლის მიმართ პროტესტის ნიშნად, ტელეკომპანია საპროტესტო მაუწყებლობაზე გადავიდა. "რუსთავი 2"-თან ერთად გათიშულია ტელეკომპანია ”მარაო” და “COMEDY არხი”.
ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციაზე მისვლას აპირებს სამოქალაქო სექტორის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი.
აქცია პარლამენტის წინ 14:30 საათზეა დაგეგმილი.