თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საპროტესტო მაუწყებლობის რეჟიმზე გადადის, ამის შესახებ განცხადება „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილმა სპეციალურ გამოშვებაში გააკეთა.
,,რუსთვი 2-ის სახელით ვაკეთებ მნიშვნელოვან განცხადებას, ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი, ეს არის პროტესტის უკიდურესი ზომა, თუმცა ჩვენ სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს, ჩვენი დუმილით შევეცდები ჩვენი ხმა მოგაწოდოთ ყვველას, დღეიდან ამ წუთიდან რუსთვი 2 გადადის სპროტესტო რეჟიმზე. ყველას გეპატიჟებით კვირას საპრტესტო აქციაზე!“ — განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანიის სახელით.
ამჟამად,,რუსთავი 2"-ის არხზე ბანერია განთავსებული წარწერით:,,ვაპროტესტებთ უსამართლობას! კვირას 14:30 ვიკრიბებით რუსთაველზე!