თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. პარტია თავისუფალ დემოკრატებს“ დღეიდან შალვა შავგულიძე უხელმძღვანელებს, რომელიც პარტიის თავმჯდომარედ დღეს აირჩიეს რიგგარეშე ყრილობაზე.
პარტიის გენერალურ მდივნად ყრილობამ თამარ კიკნაძე პოლიტიკურ მდივნად — ნინო გოგუაძე, ხოლო აღმასრულებელ მდივნად — ლევან სამუშია აირჩია.
გარდა ამისა, დამტკიცდა პარტიის ახალი წესდებაც. ცვლილებების თანახმად, პარტიაში ახალი სტრუქტურა — პოლიტსაბჭო ჩამოყალიბდება.
რიგგარეშე ყრილობას ესწრებოდა ექსთავმჯდომარე ირაკლი ალასანიაც, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარტიის წევრად რჩება, მაგრამ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.
შეგახსენებთ: ირაკლი ალასანიამ „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის პოსტი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ დატოვა.