სტაბილური რუბლი და ექვსი მილიონით გაზრდილი ფულადი გადმორიცხვები

© photo: Sputnik / Alexander Demyanchuk / გადასვლა მედიაბანკშირუსული რუბლი
რუსული რუბლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთზე 2017 წლის იანვარში ელექტრონული სისტემებით ქართულ კომერციულ ბანკებში ფულადი გადმორიცხვების საერთო მოცულობის 31,5% მოდის.

ნატა პატარაია

2017 წლის იანვარში რუსეთიდან საქართველოში 26,5 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, 2016 წელს კი, ანალოგიურ პერიოდში, ეს მაჩვენებელი 19.8 მლნ დოლარს შეადგენდა.

აშშ–ისა და რუსეთის ფულის კუპიურები - Sputnik საქართველო
საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით რუსეთი ლიდერობს

ეკონომისტების აზრით რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხვების ზრდა რუსული რუბლის გამყარებით არის განაპირობებული. 

„ამ დროისთვის,  როგორც ზოგადად რეგიონის ყველა ქვეყნის ვალუტა, ისე რუსული რუბლიც საკმაოდ სტაბილური გახდა.  თვითონ უშუალოდ რუსეთის ეკონომიკაც გამოვიდა იმ შოკიდან,  რომელშიც იმყოფებოდა გასული ორი წლის განმავლობაში და ეს, რა თქმა უნდა აისახა, იქ მოღვაწე ქართველებზეც“, — განუცხადა Sputnik-საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა.

ხოლო რაც შეეხება რუსეთის პრობლემებს, ბაირახტარის  თქმით, ეს  მსოფლიო ბაზარზე  ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნით იყო გამოწვეული.

ეკონომისტი ლევან კალანდაძე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადმორიცხვების ზრდას ამერიკაში  მონეტარული პოლიტიკის ცვლილების მოლოდინსაც უკავშირებს.

„ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ მსოფლიო შესუსტებული დოლარის პოლიტიკის განხორციელებას ელოდება, რაც თავისთავად დადებითად მოქმედებს ხოლმე ისეთ ქვეყნებზე, როგორიც, მაგალითად, რუსეთია. მეორე ფაქტორი კი  ნავთობის ფასების ზრდაა საერთაშორისო ბაზარზე“, — აღნიშნა ლევან კალანდაძემ.

მისი თქმით,  ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გარკვული სტაბილიზაცია შეინიშნება თავად რუსეთის ეკონომიკაშიც, რაც, თავის მხრივ, გარკვეულ პოზიტიურ  გავლენას ახდენს რუსულ რუბლზე. რუბლის სტაბილიზაცია კი ხელს უწყობს ახალი შემოსავლების მიღების ტენდენციას.

ფულის კუპიურები - Sputnik საქართველო
საქართველოში თანხების გადმორიცხვა გაიზარდა

შესაბამისად, ეს მოქმედებს ყველაზე, ვინც რუსეთშია, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებზეც, რომლებიც იქ  გარკვეული ეკონომიკური საქმიანობის მიზნით  და შემოსავლების მისაღებად არიან ჩასულები.

რუსეთზე 2017 წლის იანვარში ელექტრონული სისტემებით ქართულ კომერციულ ბანკებში ფულადი გადმორიცხვების საერთო მოცულობის 31,5% მოდის.

მიმდინარე წლის იანვარში სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში სულ 83,9 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 26,1%-ით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0