საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით რუსეთი ლიდერობს

© photo: Sputnik / Alexander Demyanchuk / გადასვლა მედიაბანკშიაშშ–ისა და რუსეთის ფულის კუპიურები
აშშ–ისა და რუსეთის ფულის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთიდან საქართველოში წლის დასაწყისიდან ელექტრონული სისტემებით გადმორიცხულმა თანხამ 350 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით რუსეთი ლიდერობს – ნოემბერში ამ ქვეყნიდან 35,4 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გადმოირიცხა, რაც მიმდინარე წლის ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით 2,4%-ით მეტია, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ეროვნული ბანკის ოფისი იუსტიციის სახლში - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი ფასების ზრდას ელოდება და რეფინანსირების განაკვეთს არ ამცირებს

რუსეთზე ნოემბრის თვეში ელექტრონული სისტემებით ქართულ კომერციულ ბანკებში ფულადი გადმორიცხვების საერთო მოცულობის 36,2% მოდის. ნოემბრის თვეში სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში სულ 97,8 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.

ამასთან, რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები, გასულ წელთან შედარებით, შემცირდა. მიმდინარე წლის იანვარ–ნოემბრის პერიოდში რუსეთიდან საქართველოში 8%-ით ნაკლები თანხა შემოვიდა, ვიდრე გასული წლის საანგარიშო პერიოდში (391 მლნ აშშ დოლარი).

2016 წლის 11 თვეში რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვების საერთო მოცულობამ 353 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0