ეროვნული ბანკი ფასების ზრდას ელოდება და რეფინანსირების განაკვეთს არ ამცირებს

© Sputnik / Alexander Imedashviliეროვნული ბანკის ოფისი იუსტიციის სახლში
ეროვნული ბანკის ოფისი იუსტიციის სახლში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგულატორი განაგრძობს მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად დაშორებას და ორი კვარტლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას 6%-მდე გეგმავს.

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 6,5%-ის დონეზე შენარჩუნება გადაწყვიტა, აღნიშნულია ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

განაკვეთის შემცირება ბოლოს 2016 წლის 7 სექტემბერს მოხდა, როდესაც ის 6,75%-იდან 6,5%-მდე შემცირდა.

როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, განაკვეთის არსებული დონის შენარჩუნება იმას უკავშირდება, რომ აქციზების მოსალოდნელი ზრდა ფასების ერთჯერად მომატებას გამოიწვევს, რომელსაც ინფლაციის მაჩვენებელზე მოკლევადიანი გავლენა ექნება.

ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
საქართველოში ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდა ფასების მატებას გამოიწვევს

ამავე დროს ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში მოთხოვნის გავლენა ინფლაციაზე სუსტი იქნება, რაც მიანიშნებს განაკვეთის თანდათანობით შემცირების აუცილებლობაზე, რათა გაგრძელდეს მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გასვლის რეჟიმი.

„ბოლო თვეების მანძილზე წლიური ინფლაცია ნულოვან ნიშნულთან ახლოსაა და ნოემბერში 0,2% შეადგინა“, — ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

რეგულატორი აღნიშნავს, რომ დაბალი ინფლაციის მიზეზი მსოფლიო ბაზარზე საქონლის რიგ ჯგუფებზე ფასების შემცირება, ასევე შიდა ბაზარზე სუსტი მოთხოვნაა.

ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს დაიწყო გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესი, რის შედეგადაც შემცირდა სესხებზე საპროცენტო განაკვეთები და გაიზარდა ლარით გაცემული სესხები, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია შიდა მოთხოვნის სტიმულირებისთვის.

ლარის კურსი - Sputnik საქართველო
ლარის კურსი ახალ რეკორდებს ხსნის

ეროვნული ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს საქართველოს ეკონომიკაზე საგარეო შოკების გადმოცემა გაძლიერდა. კერძოდ, დოლარის გლობალურმა გამყარებამ ევროსა და თურქული ლირის გაუფასურება გამოიწვია, რაც აისახა საქართველოს საგარეო ვაჭრობასა და, შესაბამისად, ლარის გაცვლით კურსზე.

მეორე მხრივ, ბოლო თვეების განმავლობაში იზრდება ქართული პროდუქციის ექსპორტი, ასევე შენარჩუნებულია შემოსავლების ზრდის ტენდენცია ტურიზმიდან და ფულადი გადმორიცხვების მოცულობა.

კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 25 იანვარს არის დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0