ჩინეთის სადგურში პირველი რობოტი-პატრული გამოჩნდა

© photo: Sputnik / Владимир Астапкович / გადასვლა მედიაბანკშისაპსანი
საპსანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რობოტი ასკანირებს და იცნობს პიროვნებას, პასუხობს მგზავრების შეკითხვებს, აფიქსირებს ჰაერის ტემპერატურას და წინასწარ გრძნობს ხანძრის საფრთხეს.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ჩინეთის ქალაქ ჩენჩჟოუს ჩქაროსნული მატარებლების სადგურში პირველი რობოტი-პატრული გამოჩნდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო China News Service-ზე დაყრდნობით.

რობოტი ადამიანის დაუხმარებლად ეწევა პატრულირებას, ასკანირებს და იცნობს პიროვნებას, პასუხობს მგზავრების შეკითხვებს, აფიქსირებს ჰაერის ტემპერატურას და წინასწარ გრძნობს ხანძრის საფრთხეს.

რობოტი - Sputnik საქართველო
ჩინურმა რობოტმა-ჟურნალისტმა სადებიუტო სტატია გამოაქვეყნა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რობოტი ერთი კვირის განმავლობაში სატესტო რეჟიმში იმუშავებს, რის შემდეგაც ღამის საათებში მუდმივ მორიგეობაზე გადაიყვანენ.

ფოტოებზე, რომლებსაც სააგენტო აქვეყნებს, ჩანს, რომ ადამიანზე დაბალი შავ-თეთრი რობოტი, რომელიც გორგოლაჭებზე მოძრაობს, უამრავი სენსორითაა აღჭურვილი.

ეს ჩინეთში რობოტი-პატრულის „დასაქმების“ პირველი შემთხვევა არაა. 2016 წლის ბოლოდან ერთ-ერთ აეროპორტში რობოტი AnBot-ი პატრულირებს და „პირნათლად“ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.

ყველა ახალი ამბავი
0