თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ჩინეთში დამზადებულმა რობოტმა-კორესპონდენტმა სახელად „სიაო ნანმა“ ადგილობრივ ყოველდღიურ გაზეთში სადებიურო სტატია გამოაქვეყნა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო China News-ზე დაყრდნობით.
სიაო ნანის 300-იეროგლიფიანი სტატია გაზეთმა Southern Metropolis Daily-მ გამოაქვეყნა. რობოტმა-ჟურნალისტმა პუბლიკაცია ჩინური ახალიწლისწინა მოგზაურობის ბუმს მიუძღვნა. გავრცელებული ინფორმაციით, მან სტატია ერთ წამში დაასრულა.
პეკინის უნივერსიტეტის პროფესორ ვან სიაოძიუნის თქმით, „სიაო ნანს“ შეუძლია როგორც მოკლე, ისე საკმაოდ გრძელი სტატების წერა.
„შტატიან კორესპონდენტებთან შედარებით, „სიაოს“ მონაცემთა ანალიზის მნიშვნელოვნად დიდი შესაძლებლობები აქვს და გაცილებით სწრაფად წერს ტექსტებს“, — აღნიშნა პროფესორმა.
თუმცა, მისი თქმით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჭკვიანი რობოტები მალე სრულად ჩაანაცვლებენ ჟურნალისტებს, რადგან მათ ჯერ კიდევ არ შეუძლიათ პირისპირ ინტერვიუს ჩაწერა და დამატებითი შეკითხვების დასმა.
მიუხედავად ამისა, ვან სიაოძიუნი ოპტიმისტურადაა განწყობილი და დარწმუნებულია, რომ „რობოტები უახლეს მომავალში შეძლებენ დაეხმარონ გაზეთებსა და სხვა საინფორმაციო გამოცემებს, რედაქტორებსა და რეპორტიორებს“.
ამ ეტაპზე პროფესორი Southern Metropolis Daily-სთან ერთად მუშაობს ლაბორატორიის შექმნაზე, სადაც მედია-რობოტებს შეისწავლიან და განავითარებენ.