ამსტერდამის არხებში რობოტი ნავები იმოძრავებს

© Flickr / faungg's photosამსტერდამი
ამსტერდამი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უპილოტო ნავები, გარდა იმისა, რომ ისინი ტურისტული მიზნით იქნება გამოყენებული, ასევე, არხებზე ხიდების ფუნქციით, სატრანსპორტო პროლემების გადაწყვეტაში დაეხმარება.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. ავტომატური ნავები ეკიპაჟის გარეშე უკვე მომავალ წელს ჰოლანდიის ამსტერდამის არხებში მგზავრებისა და ტვირთის გადაზიდვას დაიწყებენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ურბანისტიკის პრობლემების ამსტერდამის ინსტიტუტის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

უპილოტო ვერტმფრენი - Sputnik საქართველო
ქართული სამხედრო ტექნიკა მსოფლიოს იპყრობს

განცხადებაში ნათქვამია, რომ უპილოტო ნავებს, რომლებსაც Roboat  ეწოდება სიტყვებისგან „რობოტი“ და boat – ინგლისურად – ნავი, ასევე შეძლებენ არხებზე ხიდების წარმოქმნას, თუ ქალაქის საცობების განტვირთვა გახდება აუცილებელი.

როგორც სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება, მკვლევარები ასევე აღნიშნავენ, რომ ამსტერდამი, რომლის 165 არხი დაახლოებით 50 კილომეტრი სიგრძისაა, „იდეალური ადგილია რობოტი ნავების განვითარებისთვის“.

არხებზე სეირნობა ამსტერდამის ერთ–ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად 17 მლნ–ზე მეტი ტურისტი სტუმრობს.


ყველა ახალი ამბავი
0