ლავროვმა და სტოლტენბერგმა რუსეთისა და ნატო-ს ურთიერთობებზე იმსჯელეს

© сайт МИД РФლავროვისა და სტოლტენბერგის შეხვედრა
ლავროვისა და სტოლტენბერგის შეხვედრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე სტოლტენბერგმა რუსეთს ურჩია, შეგუებოდა“ ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის გაფართოების ფაქტს.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიუნჰენის კონფერენციაზე რუსეთისა და სამხედრო ალიანსის მიმდინარე ურთიერთობასა და პერსპექტივებზე იმსჯელეს, იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ლავროვთან შეხვედრაზე უკრაინის თემატიკა განიხილეს და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებების შემდეგ ნატო-სა და რუსეთის ურთიერთობები განვითარდება.

მანამდე სტოლტენბერგმა რუსეთს ურჩია, შეგუებოდა“ ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის გაფართოების ფაქტს. მისი თქმით, ნატო-ს ქმედებები თავდაცვითი და პროპორციული ხასიათისაა და რუსეთთან ცივი ომი და კონფრონტაცია არ სჭირდება. 

მიუნჰენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია პარასკევს გაიხსნა. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არაფორმალური ფორუმია, სადაც აქტუალური პოლიტიკური პრობლემები განიხილება.

საქართველო-ნატოს სწავლება 2016 - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: ნატო-საქართველოს წვრთნები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული

2014 წელს, უკრაინის კრიზისის ფონზე, ნატო-მ რუსეთთან პრაქტიკული თანამშრომლობა შეაჩერა, თუმცა ელჩებისა და მაღალ დონეზე პოლიტიკური დიალოგის ფორმატი შეინარჩუნა. ამის შემდეგ, ორი წლის განმავლობაში, 2016 წლამდე რუსეთი-ნატო-ს საბჭოს სხდომა აღარ გამართულა.

2016 წელს ვარშავის სამიტზე ნატო-ს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ალიანსი აღმოსავლეთ ევროპაში მასშტაბურად გაფართოვდებოდა. კერძოდ, ნატო 2017 წელს ბალტიისპირეთსა და პოლონეთში ოთხი მრავალეროვნული ბატალიონის განთავსებას გეგმავს.

ამას გარდა, 2016 წლის ოქტომბრის ბოლოს სტოლტენბერგმა  განაცხადა, რომ 2017 წლის თებერვლისთვის ალიანსი საბოლოოდ შეათანხმებს შავი ზღვის რეგიონში ყოფნის გაძლიერების თაობაზე საკითხებს და ამაში საქართველოსაც ჩართავს.

ყველა ახალი ამბავი
0