თოვლისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზებზე სპეციალური რეჟიმებია დაწესებული

© Facebook / ROADS DEPARTMENT OF GEORGIAსპეცტექნიკა საავტომობილო გზებზე
სპეცტექნიკა საავტომობილო გზებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდთოვლობის გამო საქართველოს ათამდე ავტომაგისტრალზე შეზღუდვები და აკრძალვებია დაწესებული.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მძღოლებს გზებზე პრობლემები შეექმნათ.

ავტომაგისტრალებზე დაწესებულია სპეციალური რეჟიმები, მათ შორის სომხეთისა და თურქეთის საზღვრისკენ მიმავალ ავტომაგისტრალებზე, იტყობინება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ლიპყინულის გამო თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 138–158 კმ (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 30-55 კმ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის 87-106 კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დათოვლილი გზა - Sputnik საქართველო
დიდთოვლობამ აჭარის მაღალმთიანეთში პრობლემები შექმნა

ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 30-71 კმ (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ამავე გზის 72-188 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-106 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ქარბუქი ღამე - Sputnik საქართველო
ამინდი საქართველოში: მოსალოდნელია თოვლი და 23 გრადუსი ყინვა

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 10-72 კმ (სოფ.ორპირი-ამბროლაური) მონაკვეთზე, ჩოლაბაურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის 16-29 კმ (ძევრი-ტყიბული) მონაკვეთზე და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 1-40 კმ (ქუთაისი-ღვედი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა (ფარავანი)–ნინოწმინდის (110–146 კმ) მონაკვეთზე და ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის  საზღვარი) საავტომობილო გზის 90-112 კმ (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0