დიდთოვლობამ აჭარის მაღალმთიანეთში პრობლემები შექმნა

გამოწერა
ხულოში, ქედასა და შუახევში ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. აჭარის მაღალმთიანეთში დიდთოვლობამ და ქარბუქმა გზებზე პრობლემები შექმნა, ხოლო მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

„დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. სამ მაღალმთიან რაიონში მოსახლეობის მცირე ნაწილი უშუქოდ დარჩა. ელექტროენერგიის მიწოდება წუთი წუთზე აღდგება“, — განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ ელექტროგამანაწილებელ კომპანია Energo-Pro Georgia-ში.

გუშინ რეგიონში გადაუღებლად თოვდა, შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. დაახლოებით ათას აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. რამდენიმე საბავშვო ბაღში სწავლის პროცესი შეჩერდა, თუმცა სკოლებში ჩვეულებრივი რეჟიმი გრძელდება, ნათქვამია აჭარის მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ქარბუქი ღამე - Sputnik საქართველო
ამინდი საქართველოში: მოსალოდნელია თოვლი და 23 გრადუსი ყინვა

პრობლემები, ძირითადად, შეიქმნა ხულოს, ქედისა და შუახევის რაიონებში, სადაც ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა. სოფლებში თოვლის საფარი ორ მეტრს აღწევს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

„მიმდინარეობს გოდერძი-ხულოს მიმართულებით გაწმენდითი სამუშაოები. იქ სამი ერთეული ტექნიკაა ჩართული… საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა ძირითადად მიმართულია ცენტრალური მაგისტრალების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოებისკენ“, — განაცხადა ხულოს გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0