საქართველოს პრეზიდენტმა პაკისტანში მომხდარი ტერაქტი შეაფასა

© photo: Sputnik / Pakhomov / გადასვლა მედიაბანკშიპაკისტანის სპეცსამსახური
პაკისტანის სპეცსამსახური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, დაშვებულებს კი გამოჯანმრთელება უსურვა.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პაკისტანელ კოლეგა მამნუნ ჰუსეინს პაკისტანში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო მიუსამძიმრა.

ტერაქტი პაკისტანის ქალაქ  სეხვან-შარიფში ხუთშაბათს მოხდა. 

ბენიამინ ნეთანიაჰუ - Sputnik საქართველო
ნეთანიაჰუ: იერუსალიმში ტერაქტი „ისლამური სახელმწიფოს“ მოწყობილია

აფეთქება ლალ შაბაზ ქალანდარის სალოცავის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც სუფიზმის მიმდევრები იმყოფებოდნენ, რომლებიც რიტუალს ასრულებდნენ. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 74 ადამიანი, 300-ზე მეტი კი დაშავდა.

„საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად განაგრძობს თანამედროვე მსოფლიოს ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლას.

მწუხარების ჟამს, საქართველო სოლიდარობასა და თანადგომას უცხადებს პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის ხალხს”, — ნათქვამია მარგველაშვილის სამძიმრის წერილში.

 პაკისტანში მომხდარ ტერაქტში პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0