ნეთანიაჰუ: იერუსალიმში ტერაქტი „ისლამური სახელმწიფოს“ მოწყობილია

© photo: Sputnik / Alexey Nikolskiy / გადასვლა მედიაბანკშიბენიამინ ნეთანიაჰუ
ბენიამინ ნეთანიაჰუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერმა სხვა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. პოლიციამ კი განაცხადა, რომ სატვირთოს მძღოლი პალესტინელი იყო.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ყველა მტკიცებულება იმაზე მეტყველებს, რომ სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელიც იერუსალიმში სამხედროებს დაეჯახა, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო, განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

შემთხვევა ისრაელში - Sputnik საქართველო
იერუსალიმში სატვირთომ ოთხი ადამიანი გაიტანა

„ჩვენ ვიცით თავდამსხმელის ვინაობა, ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ის „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეა“, — ციტირებს საინფორმაციო სააგენტო „РИА Новости“ პრემიერის სიტყვებს სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით. 

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის სამართალდამცავმა ორგანოებმა ალყა შემოარტყეს იერუსალიმის კვარტალს, სადაც ეჭვმიტანილი ცხოვრობდა და ახლა იქ შემდგომ მოქმედებებს ატარებენ.

პრემიერმა სხვა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. პოლიციამ კი განაცხადა, რომ სატვირთოს მძღოლი პალესტინელი იყო.
რაც შეეხება ისრაელის მედიას, პალესტინურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდამსხმელი წარსულში აღმოსავლეთ იერუსალიმის ერთ-ერთ ციხეში იხდიდა სასჯელს.

ყველა ახალი ამბავი
0