თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ევროპის „ერთა თასის“ გათამაშების ფარგლებში საქართველოსა და გერმანიის რაგბის ნაკრებებს შორის მატჩი რუსთავში 19 თებერვალს შედგება.
გუნდები ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდნენ და ხუთივეჯერ გამარჯვება ქართველ მორაგბეებს ხვდათ წილად. გუნდები ერთმანეთს პირველად 1995 წელს შეხვდნენ, მატჩი ქართველების სასარგებლოდ, ანგარიშით 14:3 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების ყველაზე დიდი გამარჯვება 2010 წელს თბილისში შედგა, როდესაც მეტოქე ანგარიშით 77:3 განადგურდა.
ევროპის „ერთა თასის“ გათამაშების მიმდინარე სეზონი ორივე ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო. საქართველომ ბელგიელებს ანგარიშით 31:6 მოუგო, გერმანიამ კი რუმინეთის ძლიერ გუნდს ანგარიშით 41:38 სძლია.
ბელგიის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიტონ ჰეიგმა ახალბედები ათამაშა. ასეთ მეტოქესთან თამაში თავის გამოჩენის შანსს იძლევა.
მსგავსი სიტუაციაა გერმანიასთან მატჩის წინ. ქართული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში შვიდი მორაგბეა, რომელთაც ნაკრების შემადგენლობაში ათი თამაშიც არ უთამაშიათ. მარქაფაში ჰეიგს ასევე ჰყავს გელა აფრასიძე, ლაშა ტაბიძე და გიორგი მჭედლიშვილი.
ბელგიის წინააღმდეგ მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა (ფრჩხილებში მითითებულია კლუბი და ეროვნული გუნდის სახელით დადებული ლელოების რაოდენობა):
უკანა ხაზი:
მერაბ კვირიკაშვილი („ლელო სარაცინსი“, საქართველო, 99)
გიორგი ფრუიძე („ბაგრატი“, საქართველო, 12)
გიორგი კოშაძე (რუსთავის „ხარები“, 2)
მერაბ შარიქაძე („ორიაკი“, საფრანგეთი, 48)
სანდრო თოდუა („ლელო სარაცინსი“, საქართველო, 60)
რევაზ ჯინჭველაშვილი („ბაგრატი“, საქართველო, 2) (ახალბედა)
გიორგი ბეგაძე („ყოჩები“, საქართველო, 52)
შერკინება:
თორნიკე მატარაძე („ლიონი“, საფრანგეთი, 1)
ბადრი ალხაზაშვილი („ტულონი“, საფრანგეთი, 3)
სოსო ბეკოშვილი („ბრივ“, საფრანგეთი, 1)
გიორგი ნემსაძე („ბრისტოლი“, ინგლისი, 66)
ნოდარ ჭეიშვილი („ლელო სარაცინსი“, საქართველო, 5)
ლაშა ლომიძე („ბეზიე“, საფრანგეთი, 26)
გიორგი თხილაიშვილი („ბათუმი“, საქართველო, 33)
ბექა გორგაძე („მონ დე მარსანი“, საფრანგეთი, 8)
მარქაფა:
ლაშა მალაღურაძე („კრასნი იარი“, რუსეთი, 74)
ლაშა ხმალაძე („ლელო სარაცინსი“, საქართველო, 49)
გელა აფრასიძე („ლელო სარაცინსი“, საქართველო, 0) (ახალბედა)
გიორგი ჭყოიძე („ლელო სარაცინსი“, საქართველო, 1)
გიორგი თეთრაშვილი („აჟენი“, საფრანგეთი, 5)
ლაშა ტაბიძე („ბორდო“, საფრანგეთი, 0) (ახალბედა)
გიორგი მჭედლიშვილი („ჯიქი“, საქართველო, 0) (ახალბედა)
საბა შუბითიძე („აკადემია“, საქართველო, 7)
უნდა აღინიშნოს, რომ მერაბ კვირიკაშვილისთვის ეს შეხვედრა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მეასე გახდება.
ქართული გუნდის კაპიტანი ისევ მერაბ შარიქაძე იქნება.
ევროპის „ერთა თასის“ მოქმედი მფლობელი საქართველოს ნაკრებია, რომელმაც ჯილდო ზედიზედ ექვსჯერ მოიგო. სულ ქართველ ბორჯღალოსნებს ამ ტურნირზე რვა გამარჯვება აქვთ მოპოვებული.