თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ახალგაზრდულ კლუბ „ლატავრას“ აღადგენენ

© photo: Sputnikოპერისა და ბალეტის თეატრი
ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კლუბის წევრები ისარგებლებენ სხვადასხვა პრივილეგიით – როგორც ფასდაკლებებით თეატრის ბილეთებზე, ისე დადგმების გენერალურ რეპეტიციებზე დასწრების უფლებით.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში აღადგენენ ოპერისა და ბალეტის მოყვარულთა ახალგაზრდულ კლუბ „ლატავრას".

კლუბი 2006 წელს დაარსდა, მაგრამ 2010 წლიდან, სარემონტო სამუშაოების გამო, საქმიანობა შეაჩერა. კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ხელოვნებისადმი ინტერესის გაღრმავებასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის განვითარებას. კლუბი ფუნქციონირებას 5 აპრილს დაიწყებს, მანამდე კი თეატრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განაცხადებს იღებს.

ანიტა რაჭველშვილი - Sputnik საქართველო
ანიტა რაჭველიშვილი International Opera Awards 2017-ზეა ნომინირებული

კლუბის წევრი შეიძლება გახდეს 15-დან 25 წლამდე ახალგაზრდა. ახალგაზრდული კლუბის წევრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ სხვადასხვა პრივილეგიით, მათ შორის: მიიღონ ბილეთებზე სპეციალური ფასდაკლება; დაესწრონ ორკესტრისა და გუნდის, სადადგმო და გენერალურ რეპეტიციებს; შეხვდნენ და გაეცნონ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ასევე სადადგმო ჯგუფის წევრებს, სოლისტებს, მოცეკვავეებს და დასის სხვა წევრებს, მონაწილეობა მიიღონ მათთვის ორგანიზებულ ღონისძიებებში.

„უახლოეს პერიოდში „ლატავრა“ ახალგაზრდული კლუბების ევროპული გაერთიანების Juvenilia წევრი გახდება, რაც კლუბის წევრებს საერთაშორისო ღონისძიებებში ჩართვის საშუალებასაც მისცემს“, — აღნიშნულია თეატრის განცხადებაში.

ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საექსკურსიო ტურების დღეები გამოცხადდა

ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“ 2006 წელს ოპერისა და ბალეტის თეატრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის რუსუდან მაცაბერიძის ინიციატივით დაარსდა. 2007 წელს კლუბის პრეზენტაციას ესწრებოდნენ კლუბების ევროპული გაერთიანების Juvenilia-ს პრეზიდენტი საბინ ბროიერი, Opera Europa-ს მენეჯერი ოდრი ჯანგერსი, ასევე ახალგაზრდული კლუბის წევრები სხვადასხვა ქვეყნიდან.

როგორც თეატრში აღნიშნავენ, თეატრის სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე კლუბი „ლატავრა“ წარმატებით ფუნქციონირებდა. სარემონტო სამუშაოები თეატრში 2010-2016 წლებში მიმდინარეობდა. კლუბის წევრები მონაწილეობდნენ როგორც სოციალურ პროექტებში, ასევე ოპერის ევროპული დღეების ორგანიზებაში.

პროექტი ხორციელდება "სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროექტის" ფარგლებში, რომლის მართვას უზრუნველყოფს კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) ფინანსური მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0