თბილისის მერი ათენში მომავალ არჩევნებს განიხილავს

© courtesy of David Narmaniaდავით ნარმანია
დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ათენში თბილისის მერი დავით ნარმანია შემოდგომაზე დაგეგმილი ადგილობრივი ორგანოების არჩევნებზე დაკვირვების ძირითად მიდგომებს განიხილავს.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერი დავით ნარმანია საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია ქალაქის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა 16 თებერვალს ჩატარდება.

„აღნიშნულ სხდომაზე ძირითადი აქცენტი 2017 წელს, სხვადასხვა ქვეყნებში  ადგილობრივი არჩევნების დაგეგმვასთან და მონიტორინგთან დაკავშირებით კეთდება. მათ შორის საუბარი შეეხება საქართველოში, შემოდგომაზე დაგეგმილ მონიტორინგის მისიას  და იმ ძირითად მიდგომებს, რა მიდგომებითაც მოხდება ადგილობრივი არჩევნების დაკვირვება“, — განაცხადა ნარმანიამ.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ბოლო არჩევნები საქართველოში 2014 წელს ჩატარდა. 

ცესკო - Sputnik საქართველო
საქართველოს ცესკო თვითმმართველობის არჩევნებზე 40 მილიონ ლარს დახარჯავს

ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესი ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოა, რომელშიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოების ხელისუფლების ადგილობრივი და რეგიონალური ორგანოების წარმომადგენლები შედიან.

კონგრესის საქმიანობის ერთ–ერთი ძირითადი მიმართულება — ევროკავშირის ქვეყნებში ადგილობრივი და რეგიონალური დემოკრატიის მდგომარეობის მონიტორინგი 1985 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დაცვის კუთხით და მუნიციპალური და რეგიონალური არჩევნების დაკვირვება.


ყველა ახალი ამბავი
0