თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველმა ჯემალ ტაბიძემ საფეხბურთო კლუბ „ურალთან“ კონტრაქტი გააფორმა. გუნდი რუსეთის პრემიერ-ლიგაში გამოდის, იუწყება კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ტაბიძე „ურალში“ 2016-2017 წლების სეზონის დასრულებამდე იჯარის უფლებებით გამოვა. 20 წლის მცველზე უფლება ბელგიურ „გენტს“ აქვს, რომელშიც ქართველი სპორტსმენი თბილისის „საბურთალოდან“ 2015 წლის ზაფხულში გადავიდა.
ტაბიძემ წინასასეზონო საწვრთნელი შეკრება „ურალთან“ ერთად კვიპროსზე გაატარა. წვრთნების მიმდინარეობისას კლუბის ხელმძღვანელობამ და მწვრთნელთა შტაბმა ახალგაზრდა ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტეს.
„რუსულ პრემიერ-ლიგაში გადასვლა დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. მე შეთანხმება მაქვს „გენტთან“ და კიდევ ექვსი თვე ბელგიური კლუბის კუთვნილება ვიქნები. მაგრამ საქმე ისაა, რომ პირველ გუნდში ჩემზე გათვლა არ ჰქონდათ და ძირითადად დუბლებში ვთამაშობდი. ეს არ მაწყობდა“, — განაცხადა ტაბიძემ „ურალის“ პრეს-სამსახურთან პირველ ინტერვიუში.
2016 წლის ზაფხულში კონტრაქტი „ურალთან“ ასევე გააფორმა საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ნახევარმცველმა გიორგი ჭანტურიამ.