ზივზივაძის დებიუტი „ესბიერგის“ შემადგენლობაში

© FB / World Championshipოთარ კაკაბაძე
ოთარ კაკაბაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დანიურ კლუბ „ესბიერგში“ ქართველი თავდამსხმელის ბუდუ ზივზივაძის დებიუტი რუსული კლუბის ЦСКА-ს წინააღმდეგ შედგა.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. შედგა ქართველი თავდამსხმელის ბუდუ ზივზივაძის დებიუტი, რომელიც იანვრის ბოლოს „სამტრედიიდან“ დანიურ „ესბიერგში“ გადავიდა, იუწყება სკანდინავიური გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ესპანეთის ქალაქ კამპოამორეში სეზონისწინა შეკრებაზე „ესბიერგმა“ მოსკოვის ЦСКА-სთან ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, რომელიც ანგარიშით 0:0 დასრულდა.

ზივზივაძე მინდორზე სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა და ცენტრალური თავდამსხმელის პოზიცია დაიკავა. დანიელებს შეტევაში ბევრი არაფერი გამოუვიდათ, მაგრამ „არმიელების“ კართან ერთადერთი სახიფათო მომენტი სწორედ ზივზივაძემ შექმნა. 

მათე ვაწაძე ვიბორგის მაისურით - Sputnik საქართველო
ქართველი ფეხბურთელების გადაადგილებები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში

ზივზივაძე 62-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო „ესბიერგის“ მეორე ქართველმა ლეგიონერმა ოთარ კაკაბაძემ მოედანზე მთელი მატჩი გაატარა.

„რუსეთის ერთ–ერთ ტოპ–კლუბთან თამაშის ამ შედეგით კმაყოფილი ვართ. დაცვაში განსაკუთრებით კარგად ვითამაშეთ. კაკაბაძის გადმოსვლამ ჩვენი კლუბი შესამჩნევად გააძლიერა. ის ძალიან სწრაფი ფეხბურთელია, რომელიც შეტევაშიც ერთვება. რაც შეეხება თავდასხმას, მეტად აგრესიულები უნდა ვიყოთ და მეტოქის კართან მეტი საგოლე მომენტი უნდა შევქმნათ“, — განაცხადა მატჩის შედეგის კომენტირებისას „ესბიერგის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა იენს ლეტორტმა.

ფეხბურთი - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონი კარიერას დანიაში გააგრძელებს

22 წლის ზივზივაძემ გასულ სეზონში „სამტრედიის“ შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონატი მოიგო. თავდამსხმელმა 11 გოლი გაიტანა და ეროვნული პირველობის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

დანიის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში 14 გუნდი ასპარეზობს. 21 ტურის შემდეგ „ესბიერგი“ 19 ქულით მე-12 ადგილს იკავებს. ჩემპიონატი 17 თებერვლიდან გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0