ქართველი ფეხბურთელების გადაადგილებები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში

© ФК "Виборг"მათე ვაწაძე "ვიბორგის" მაისურით
მათე ვაწაძე ვიბორგის მაისურით - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik–საქართველო“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ქართველი ფეხბურთელების გადაადგილებების შესახებ მოგითხრობთ.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და ამიერიდან ფეხბურთელებს კლუბიდან კლუბში გადასვლა მხოლოდ ზაფხულში შეუძლიათ. სატრანსფერო ცვლილებები ქართველ ფეხბურთელებსაც შეეხო. ზოგმა ეროვნული ჩემპიონატი დატოვა და ევროპაში გადავიდა, სხვებმა კი ევროპაშივე შეიცვალეს მისამართი.

საქართველოს ჩემპიონატი ამ ზამთარს 11-მა ფეხბურთელმა დატოვა, რაც საკმაოდ ბევრია. თუმცა ბაზარზე არც ერთს არ მოუხდენია „ბომბის აფეთქების“ მაგვარი ეფექტი. ყველა კლუბი, რომლის შემადგენლობაში ქართველი ფეხბურთელები გააგრძელებენ ასპარეზობას, ან გადარჩენისთვის იბრძვის, ან შიდა არენაზე მაღალი ამოცანების გადაჭრას ვერ ახერხებს.

ფეხბურთი - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონი კარიერას დანიაში გააგრძელებს

საქართველოდან ევროპაში

ფეხბურთელებია სია, რომლებმაც საქართველო დატოვეს (ფრჩხილებში მითითებულია ადგილი, რომელსაც კლუბი ეროვნულ ჩემპიონატში იკავებს):

ბუდუ ზივზივაძე „სამტრედიიდან“ „ესბიერგში“ (დანია, მე-12 ადგილი)

ლუკა ზარანდია „ლოკომოტივიდან“ „არკაში“ (პოლონეთი, მე-8 ადგილი)

ჯაბა ჯიღაური თბილისის „დინამოდან“ „ვარდარში“ (მაკედონია, 1-ლი ადგილი)

ლადო დვალიშვილი და უჩა ლობჟანიძე თბილისის „დინამოდან“ „ატირაუში“ (ყაზახეთი, მე-8 ადგილი)

ლაშა შერგელაშვილი „სამტრედიიდან“ „რიგასში“ (ლატვია, მე-6 ადგილი)

გიორგი ერისთავი „დილიდან“ „ლიეპაიაში“ (ლატვია, მე-4 ადგილი)

მათე ცინცაძე თბილისის „დინამოდან“ „პოგონში“ (პოლონეთი, მე-7 ადგილი)

ნინი ზარქუა - ალექსანდრე ამისულაშვილის მეუღლე - Sputnik საქართველო
ქართველ ფეხბურთელთა ცოლები – ლამაზები და ბედნიერები

აკაკი ხუბუტია თბილისის „დინამოდან“ „გაზ–მეტანში“ (რუმინეთი, მე-4 ადგილი)

მათე ვაწაძე „ლოკომოტივიდან“ „ვიბორგში“ (დანია, მე-14 ადგილი)

გუგა ფალავანდიშვილი „ტორპედოდან“ „ეთნიკოსში“ (კვიპროსი, მე-7 ადგილი)

როგორც ჩანს, ამ სიიდან მხოლოდ საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური გადავიდა გუნდში, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის ლიდერია და ჩემპიონობისთვის იბრძვის, თუმცა, დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს მაკედონიის ჩემპიონატია.

ისიც თვალშისაცემია, რომ ყველაზე მეტმა (ოთხმა) ფეხბურთელმა თბილისის „დინამო“ დატოვა. ეს მხოლოდ იმით შეიძლება აიხსნას, რომ გუნდში გრანდიოზული გარდაქმნები მიმდინარეობს, რასაც კლუბის მთავარი მწვრთნელი ვიაჩესლავ გროზნი და პრეზიდენტი რომან ფიფია ატარებენ.

გადასვლები ევროპის შიგნით

ქართველ ფეხბურთელთა სია, რომელთაც საკლუბო მისამართი ევროპის შიგნით შეიცვალეს:

გია გრიგალავა - Sputnik საქართველო
ქართველი ფეხბურთელი ტულის „არსენალში“ დაბრუნდა

ოთარ კაკაბაძე „ხიმნასტიკიდან“ (ესპანეთი, მეორე ლიგა, 22-ე ადგილი) „ესბიერგში“ (დანია, მე-12 ადგილი)

გიორგი ნავალოვსკი „ვერიიდან“ (საბერძნეთი, მე-15 ადგილი) „ნეფტჩიში“ (აზერბაიჯანი, მე-7 ადგილი)

გიორგი გრიგალავა „ეთნიკოსიდან“ (კვიპროსი, მე-7 ადგილი) „არსენალში“ (რუსეთი, მე-15 ადგილი)

რომან ჭანტურია „ემპოლიდან“ (იტალია, მე-17 ადგილი) „ოლანენშეში“ (პორტუგალია, მეორე ლიგა, 22-ე ადგილი)

სანდრო კობახიძე „ვორსკლადან“ (უკრაინა, მე-6 ადგილი) „გიოზტეპეში“ (თურქეთი, მეორე ლიგა, მე-2 ადგილი)

სამწუხაროდ, არც პირველ, არც მეორე სიაში არ არის არც ერთი კლუბი ევროპის ჩემპიონატების ტოპ–ხუთეულიდან: ინგლისი, ესპანეთი, იტალია, გერმანია და საფრანგეთი, სადაც ფეხბურთის დონე ვერ შეედრება იმ ქვეყნებს, სადაც ქართველი მოთამაშეები გადავიდნენ.

ტოპ–ჩემპიონატში ქართველი ფეხბურთელის უკანასკნელი გადასვლა 2008 წელს დაფიქსირდა, როდესაც ლევან ყენია თბილისის „ლოკომოტივიდან“ გერმანულ „შალკეში“ გადავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0