თბილისი, 15 იანვარი— Sputnik. ქართველი მცველი გია გრიგალავა ტულის „არსენალში“ გადავიდა, იუწყება Р-Спорт-ი რუსული საფეხბურთო კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე დაყრდნობით.
გიგალავამ „არსენალთან“ კონტრაქტი შემდეგი სქემის მიხედვით — „1,5 წელს + 1" გააფორმა.
გიგალავა რუსეთში „როსტოვის“, „მოსკოვის“, ნიჯეგოროდის „ვოლგისა“ და მახაჭკალის „ანჟის“ სახელით უკვე თამაშობდა. მიმდინარე სეზონზე 27 წლის ფეხბურთელმა კვიპროსის „ეთნიკოსის“ კლუბში ცხრა მატჩი ითამაშა.
რუსეთის ჩემპიონატში „არსენალს“ 17 ტურის შემდეგ 12 ქულით მე-15 ადგილი უკავია.