გასათხოვარი გოგონას გამო პანკისში ორ გვარს შორის დაპირისპირება მოხდა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიპანკისის ხეობა, არქივის ფოტო
პანკისის ხეობა, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორ გვარს შორის დაპირისპირება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. ერთ თვეზე მეტია პანკისში ორ გვარს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

წინწალაშვილებისა და ტოხოსაშვილების გვარებს შორის დაპირისპირების მიზეზი ტოხოსაშვილების სრულწლოვანი გოგონა გახდა.

წინწალაშვილების გვარის მამაკაცმა გოგონას ცოლად შერთვა და სახლში მიყვანა გადაწყვიტა. გოგონა დაოჯახებაზე თანახმა იყო, თუმცა მისმა ოჯახმა გადაწყვეტილება არ მოიწონა და ის უკან, სახლში დააბრუნა.

ამის ნიადაგზე ორ გვარს შორის დაპირისპირება მოხდა, რომელიც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

ბეჭდები - Sputnik საქართველო
15 წლის არასრულწლოვანი ორსული გოგონას დედას შვილის გათხოვება სურს

ინციდენტის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთმანეთს და სხეულის მოტეხილობები მიიღეს. დაზიანდა ავტომობილებიც.

ამ დრომდე საქმეში გარკვევას ცდილობს პანკისის უხუცესთა საბჭოც.

„ჯერ გადაწყვეტილება არ გამოგვიტანია. ამ საკითხთან დაკავშირებით ხვალ მეჩეთში იგეგმება შეხვედრა. მომხდარზე ვიმსჯელებთ და გავაანალიზებთ“, – განაცხადა უხუცესთა საბჭოს წევრმა ხასო ხანგოშვილმა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან თერთმეტ წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0