ქართველმა ჩოგბურთელმა ქალებმა პირველ ევრო–აფრიკულ ზონაში ადგილი შეინარჩუნეს

© Facebook / Fed Cup by BNP Paribasეკა გორგოძე
ეკა გორგოძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავსტრიისა და პოლონეთის ნაკრებებთან დამარცხების შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა ქალებმა ისრაელის გუნდს მოუგეს.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის ქალთა ნაკრებმა ტალინში ისრაელის გუნდს ფედერაციების თასის გათამაშებაში ანგარიშით 2:1 მოუგო და პირველ ევრო–აფრიკულ ზონაში ადგილი შეინარჩუნა, იუწყება ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ჩოგბურთი - Sputnik საქართველო
ქართველმა ჩოგბურთელებმა დევისის თასის გათამაშების პირველ დღეს წააგეს

პირველი კორტზე ეკატერინე გორგოძე და დენიზ ხაზალიუკი გავიდნენ. შეხვედრა ძალიან დაძაბული იყო. სასტარტო სეტი გორგოძემ ანგარიშით 6:4 მოიგო, მეორე პარტია კი იგივე ანგარიშით დათმო ხაზალიუკთან.

მესამე გადამწყვეტ სეტში ორივე ჩოგბურთელი დამაჯერებლად იღებდა თავის ჩაწოდებას. გადამწყვეტი მე–11 გეიმი გამოდგა, რომელშიც გორგოძემ ბრეიკი შეასრულა და პარტიაც და მატჩიც გამარჯვებამდე მიიყვანა — 6:4, 4:6, 7:5.

ჩოგბურთელთა მეორე წყვილი სოფია შაფათავამ და იულია გლუშკომ შეადგინეს. დიდი ძალისხმევის მიუხედავად ქართველმა სპორტსმენმა სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია მეტოქეს და სამ პარტიაში დამარცხდა — 4:6, 6:2, 2:6.

ამით მატჩის ანგარიში გათანაბრდა და გამარჯვებულის გამოსავლენად წყვილთა შეხვედრა ჩატარდა, რომელშიც გორგოძე/კალაშნიკოვას წყვილი გლუშკო/კროლიცკის წყვილზე ძლიერი აღმოჩნდა — 6:4, 4:6, 6:3.

ისრაელის გუნდთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ფედერაციების თასის პირველ ევრო–აფრიკულ ზონაში ადგილი შეინარჩუნა და ასპარეზობას შემდეგ სეზონშიც გააგრძელებს.

ყველა ახალი ამბავი
0