„მისტერ ვალენტინი 2017“ — თორნიკე ძავაშვილი

გამოწერა
თბილისში მამაკაცების სილამაზის კონკურსი „მისტერ ვალენტინი 2017“ ჩატარდა.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოში მამაკაცების სილამაზის კონკურსის „მისტერ ვალენტინი 2017“–ის გამარჯვებული აირჩიეს — ის გახდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 24 წლის სტუდენტი თორნიკე ძავაშვილი.

 „მისტერ ვალენტინის 2017“ ფინალი 13 თებერვალს ჩატარდა. კონკურსის მთავარი კრიტერიუმები იყო სილამაზე, ჭკუა და მომხიბვლელობა.

კონკურსის ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში საქართველოს შოუ–ბიზნესის ვარსკვლავები იყვნენ, გამარჯვებული 17–დან 25 წლამდე ასაკის 15 პრეტენდენტთა შორის გამოავლინეს.

 „ასე თუ ისე გამარჯვებას ველოდი. მაგრამ ჩემი კონკურენტებიც გამარჯვების ღირსნი იყვნენ. ასე რომ ყველას ვულოცავ. ამ პროექტში დავმეგობრდით. ეს ორი კვირა საუკეთესო იყო. ჟიურის თითოეულ წევრს მადლობას ვუხდი, მე რომ ამირჩიეს“, — განუცხადა ჟურნალისტებს „მისტერ ვალენტინმა 2017“.

სილამაზის კონკურსის გამარჯვებულმა პრიზის სახით პარიზში საგზური მიიღო.

მის სამყარო 24 წლის ფრანგი ირის მიტენარი - Sputnik საქართველო
ქართველი ლამაზმანი „მის სამყარო“ ვერ გახდა

კონკურსი „მისტერ ვალენტინი“ თბილისში პირველად 2009 წელს ჩატარდა. იდეის ავტორია ცნობილი ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე. მისი თქმით, ეს კონკურსი ქართველ მამაკაცებს კომპლექსების მოშორებაში დაეხმარება.

შარშან „მისტერ ვალენტინი“ ილიას უნივერსიტეტის 19 წლის სტუდენტი ჯაბა ჯანაძე გახდა, რომელსაც სამოდელო ბიზნესში მონაწილეობის გამოცდილება არ გააჩნდა.


ყველა ახალი ამბავი
0