ქართველი ლამაზმანი „მის სამყარო“ ვერ გახდა

გამოწერა
ნუკა ყარალაშვილი კონკურსის 27 ნახევარფინალისტს შორის მოხვდა, თუმცა ფინალში მოხვედრა ვერ მოახერხა.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ქართველი მოდელი ნუკა ყარალაშვილი ფილიპინებზე გამართული სილამაზის 65-ე საერთაშორისო კონკურსის „მის სამყაროს“ ფინალში ვერ მოხვდა. 

© კონკურსის ოფიციალური ვებ გვერდისაქართველოს წარმომადგენელი ნუკა ყარალაშვილი კონკურსზე "მის სამყარო"
საქართველოს წარმომადგენელი ნუკა ყარალაშვილი კონკურსზე მის სამყარო - Sputnik საქართველო
საქართველოს წარმომადგენელი ნუკა ყარალაშვილი კონკურსზე "მის სამყარო"

კონკურსი „მის სამყაროს“ გამარჯვებული გახდა 24 წლის ფრანგი ირის მიტენარი, რომელიც ქირურგი-სტომატოლოგის სპეციალობას ეუფლება. მეორე ადგილი და პირველი ვიცე–მის სამყაროს ტიტული ჰაიტის წარმომადგენელმა რაკელ პელისიემ მოიპოვა. მეორე ვიცე–მის სამყარო კი კოლუმბიელი ანდრეა ტოვარი გახდა.  

სამყაროს ულამაზესი გოგონა კუნძულ ლუსონზე, ქალაქ პასაის Mall of Asia Arena-ს სცენაზე 29 იანვარს დასახელდა. კონკურსში მონაწილეობას 86 ქვეყნის ლამაზმანი იღებდა. კონკურსის საფინალო შოუს ტრანსლაცია 150–ზე მეტი ქვეყნის პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა.  

© FB/ Nuka Karalashviliნუკა ყარალაშვილი
ნუკა ყარალაშვილი - Sputnik საქართველო
ნუკა ყარალაშვილი

„მის სამყარო“ — სილამაზის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური კონკურსია „მის მსოფლიოს“, „მის ინტერნეიშენელის“ და „მის დედამიწის“ კონკურსებთან ერთად. „მის სამყაროს“ პირველი კონკურსი 1952 წელს კალიფორნიაში ჩატარდა, რომელშიც ფინელმა არმი კუუსელამ გაიმარჯვა.

„მის სამყაროს“ ტიტულის მფლობელთან, ტრადიციულად, ერთწლიანი კონტრაქტი ფორმდება, რის შემდეგაც ის მსოფლიოში საქველმოქმედო და სოციალური მიზნებით მოგზაურობს. „მის სამყარო 2015“-ის ტიტულის მფლობელია ფილიპინელი პია ალონზო ვურცბახი.

ყველა ახალი ამბავი
0