ვლადიმირ გროისმანი: უკრაინაში „ევროვიზიის“ ჩატარებას არაფერი ემუქრება

© facebook.com/volodymyrgroysmanვლადიმირ გროისმანი
ვლადიმირ გროისმანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს, საღამოს კიევში უკვე იწყება კონკურსზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა, რომელთა ფასი 8-დან 500 ევრომდე მერყეობს.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ გროისმანი აცხადებს, რომ სიმღერის კონკურს „ევროვიზია 2017“-ის ჩატარებას კიევში საფრთხე არ ემუქრება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„ევროვიზიას უკრაინაში აბსოლუტურად არაფერი ემუქრება და ის უმაღლეს დონეზე ჩატარდება“, — განაცხადა გროისმანმა მთავრობის სხდომაზე.  

დღეს, საღამოს კიევში უკვე იწყება კონკურსზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა, რომელთა ფასი 8-დან 500 ევრომდე მერყეობს.

ევროვიზია - Sputnik საქართველო
„ევროვიზია 2017“-ის ორგანიზატორებმა მუშაობა შეწყვიტეს

უკრაინაში „ევროვიზია 2017“-ის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დენის ბლოშინსკიმ წუხელ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე დაწერა, რომ კონკურსის ორგანიზატორების გუნდმა მუშაობა შეწყვიტა. გამოცემა Страна.ua-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდმა ეს გადაწყვეტილება საკვანძო მიმართულებებზე მუშაობისას არასაკმარისი გამჭვირვალობის გამო მიიღო.

ამის შემდეგ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ვიაჩესლავ კირილენკომ განაცხადა, რომ კონკურსისთვის მზადება გეგმურად მიმდინარეობს და რომ ორგანიზატორთა გუნდში მომხდარი ცვლილება გავლენას ვერ მოახდენს „ევროვიზია 2017“-ის ჩატარებაზე. 

სიმღერის კონკურსი კიევში მაისშია დაგეგმილი: 9 და 11 მაისს ნახევარფინალები გაიმართება, ხოლო 13 მაისს — ფინალური კონცერტი.

ყველა ახალი ამბავი
0